თავში

ეკოტერორიზმი პოლიტიკური ტერორიზმის თანამედროვე სახეა - ფუად ჰუმბატოვი

ეკოტერორიზმი პოლიტიკური ტერორიზმის თანამედროვე სახეა - ფუად ჰუმბატოვი
ეკოტერორიზმი პოლიტიკური ტერორიზმის თანამედროვე სახეა - ფუად ჰუმბატოვი

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ადმინისტრირების სახელმწიფო აკადემიის მდგრადი განვითარების დაგეგმარებისა და მენეჯმენტის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა, ფილოსოფიის დოქტორმა მათემატიკაში, სამართლის მაგისტრმა (LLM), დოქტორმა, ფუად ჰუმბატოვმა მთიანი ყარაბაღის 30 წლიანი ომის შედეგად რეგიონში შექმნილ ეკოლოგიურ ვითარებას ვრცელი სტატია მიუძღვნა. გთავაზობთ სტატიის სრულ ვერსიას:

"გარემოს დაცვა, როგორც გლობალური გამოწვევა, 1960-იანი წლების დასაწყისიდან მსოფლიო თანამეგობრობის დღის წესრიდში მუდმივად დგას. სხვა და სხვა ასპექტში წარმოგენილი ეს პრობლემა, მშვიდობისა, თუ და ომიანობის დროს, ყოველთვის იყო საერთაშორისო თანამეგობრობის განხილვის საგანი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სხვა და სხვა პერიოდში მომხდარი საერთაშორისო კონფლიქტებისა და ომების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ისინი ნეგატიურად მოქმედებენ არა მხოლოდ კონფლიქტის მხარეების თავდაცვისუნარიანობაზე, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მდგომარეობაზე, არამედ, ასევე სერიოზულად აზიანებენ გარემოს, ეკოლოგიურ სტაბილურობას და კონფქლიტში ჩართული სახელმწიფოების გარემოს უსაფრთხოების სისტემებს. 

ბოლო 30 წლის განმავლობაში, სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციამ, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის 7 რაიონში გარემოს, მის ბიომრავალფეროვნებასა და რეგიონში საერთო ეკოლოგიურ ვითარებას სერიოზული ზიანი მიაყენა, რასაც მთლიანობაში გარემოს დამაზიანებელი შედეგები მოჰყვა. სომხეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სასოფლო სამეურნეო მიწებისა და წყლის რესურსების უკიდურესი ექსპლუატაცია მოახდინა, მათი სისტემატური მოხმარება და ძარცვა, აქტივებით, ბუნებრივი რესურსებითა და სხვა სიმდიდრეებით უკანონო ვაჭრობა ხორციელდებოდა.

პირველ რიგში, მოდით გარემოს წინააღმდეგ ტერორიზმის (ეკოტერორიზმის) კონცეფცია განვიხილოთ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეკოტერორიზმმა მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო ჩამოყალიბება. ის დაფუძნდა, როგორც პოლიტიკური ტერორიზმის თანამედროვე, ახალი სახე, რომელსაც ჰუმანიტარული მდგომარეობის თვალსაზრისით მავნე, დამაზიანებელი შედეგები მოაქვს. მას ფართოდ იყენებდნენ მე-19 საუკუნის ბოლოდან და საბოლოოდ სომხური ნაციონალისტური ორგანიზაციების ხელში - როგორიცაა სომხეთის რევოლუციური ფედერაცია (დაშნაკცუთიუნი), გუნჩაკიანის სოციალ-დემოკრატიული პარტია (გნჩაკი)და სხვა - პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად იქცა. ისტორიულად, სომხეთის ნაციონალისტურმა და ზოგიერთმა სხვა ორგანიზაციებმა, რომლებიც კარგად იცნობენ პოლიტიკური ტერორიზმის მეთოდებს, ტერორიზმის ეს ახალი სახე მოკლე დროში აითვისეს. ამას მოწმობს ის ეკოლოგიური დანაშაულები, რომლებიც სომხებმა, 30 წლიანი აგრესიული პოლიტიკის შედეგად, აზერბაიჯანის წინაშე ჩაიდინეს. ზოგიერთი მათგანი სტატიაში იქნება გაანალიზებული.

ამ თვალსაზრისით, სომხეთი, ბოლო 30 წლის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის ოკუპაციითა და მისი მიმდებარე ტერიტორიების საერთაშორისო კონტროლის მიღმა დატოვებით, ფაქტობრივად არღვევდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და საშინელ ეკოლოგიურ დანაშაულებს ჩადიოდა, ძარცვავდა ოკუპირებული რეგიონის ბუნებრივ რესურსებს, აბინძურებდა წყლის რესურსებს, ანადგურებდა ფლორასა და ფაუნას, ასევე ნარკოტიკების უკანონო მოყვანასა და რეალიზაციას ეწეოდა.

სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ყველა ეს და სხვა ქმედებები საერთაშორისო-სამართლებრივი ინტსანციების მიერ უნდა შეფასდეს, როგორც სამხედრო-ეკოლოგიური დანაშაულები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სომხეთის საოკუპაციო- სამხედრო რეჟიმის ერთადერთი მიზანი, გარემოს მთლიანად დაზიანებით და იქ ეკოლოგიური კატასტროფის პროვოცირებით - რასაც მძიმე სოციალურ ეკონომიკური შედეგები უნდა გამოეწვია - აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკისა და სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო.

ამავე დროს, სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანის უკონტროლო ტერიტორიაზე, მდინარე არაზისა და მისი შესართავების მიზანმიმართულად დაბინძურება მოხდა. ფლორისა და ფაუნის სახეობები განადგურდა. ამ ყველაფერმა რეგიონის ეკოლოგიურ სტაბილურობასა და სომხეთის სამხედრო რეჟიმის კონტროლქვეშ მცხოვრები მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა. გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინერალური რესურსების უკანონო ექსპროპრიაცია მიმდინარეობდა.

სომხეთის მიერ წარმოებული ეკოლოგიური ომის კიდევ ერთი მსხვერპლი მდინარე ინსიჩაია (Incichay). ის სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანული სოფლების - გულუსტაისა და თალიშის მახლობლად ჩამოედინება. ამ სოფლებში სომხეთის სამხედრო ძალები იყო დისლოცირებული. მდინარე სათავეს მუროვის მთიდან იღებს. 2010 წლის 19 ნოემბერს მდინარის სერიოზული დაბინძურება დაფიქსირდა. სოფელ თაფგარაგოიუნლუს (Tapgaragoyunlu village) მცხოვრებლებმა, რომელთა ერთადერთ რესურსს ეს მდინარე წარმოადგენდა, დაინახეს, რომ 19 ნოემბრის 14:00-დან 15:00-მდე მდინარეში ქაფიანი წყალი მოედინებოდა. მათ ინფორმაცია აზერბაიჯანის გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მე-13-ე ტერიტორიულ სამმართველოს შეატყობინეს.

ანალოგიური დაზიანება აღსტაფაჩაის წყალსაცავზე დაფიქსირდა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის გაზახის რაიონში, სოფელ ჯაფარლიში მდებარეობს. მდინარეები, რომლებიც ამ წყალსაცავს კვებავენ, სომხეთის იჯევანის რაიონში მდებარე ბენტონიტის თიხის მწარმოებელი ქარხნიდან, თამბაქოს ფერმენტაციის საწარმოდან, ასევე დილიჟანის ოლქში მდებარე ხალიჩების ფაბრიკიდან და სამხედრო საწარმოდან გამოსული ნარჩენებით კვლავაც მიზანმიმართულად ბინძურდება. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგის ეროვნულმა სამმართველომ 2015 წლის 6 მარტს ტრანსსასაზღვრო მდინარეების დაბინძურების დონე შეისწავლა და დაადგინა, რომ წყლებში ფენოლის დონე შიხილი 2-თან (Shikhli-2) დასაშვებზე 4,2-ჯერ მაღალი, აღსთაფანჩაისთან (Agstafachay) 3,6-ჯერ, ხოლო აღსთაფანჩაის წყალსაცავში 4-ჯერ მაღალი იყო. ფენოლის მჟავა ძლიერი და მავნე ქიმიური ნივთიერებაა. ის მცირე დოზებით მედიცინაში ინსტრუმენტების დეზინფექციისთვის გამოიყენება. შესუნთქვის შემთხვევაში მას ლორწოვანი გარსის დაზიანება შეუძლია. შეხებისას კანის ძლიერ დამწვრობას იწვევს. აზიანებს ღვიძლსა და თირკმელებს. ძნელი წარმოსადგენი არ არის ის ეკოლოგიური და ჰუმანიტარული ზიანი, რასაც აზერბაიჯანი სომხეთიდან ტრანსსასაზღვრო მდინარეების ამ ნივთიერებით დაბინძურების შედეგად განიცდის. ყველა ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ ეკოლოგიურ ომს აწარმოებს.

აზერბაიჯანის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ზემოთჩამოთვლილი ყველა დანაშაულების გამოძიების შემდეგ, ყველა დოკუმენტი და ანგარიში შესაბამის საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებსა და სომხურ მხარეს გადაეცემა. სომხეთის ყველა ის ოფიციალური წარმომადგენელი, რომლებიც დანაშაულს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და ახორციელებდნენ, შესაბამისი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, რომ სომხური პოლიტიკური ორგანიზაციები ტერორიზმს მუდმივად პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლის იარაღად იყენებდნენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზემოთჩამოთვლილი ქმედებები ეკოლოგიურ ტერორიზმად და ეკოლოგიურ ომად შეიძლება კლასიფიცირდეს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანისა და მისი წყლის რესურსების წინააღმდეგ სომხეთის მიერ წარმოებულმა ეკოლოგიურმა ომმა მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა აზერბაიჯანის თევზჭერის ინდუსტრიაზე. ამან კი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გააღრმავა. აზარის წყალსაცავი, რომელიც ნახიჩევანის ტერიტორიაზე მდებარეობს, აზერბაიჯანისა და ირანის ერთობლივი პროექტია და ის მდინარე აზარიდან იკვებება. ის ორივე სახელმწიფო თევზჭერის მრეწველობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მდინარე აზარში სომხური მხარის მიერ სამრეწველო ნარჩენების მიზანმიმართულმა ჩაშვებამ წალსაცავის სიღრმეებში პოლისახარიდების ინტენსიური გამრავლება გამოიწვია. მძიმე მეტალებისა და ტოქსინების წყალსაცავში ჩადინება წყალს აბინძურებს, რაც სისტემატიურად წამლავს მოსახლეობას, რომელიც დაბინძურებული წყალსაცავის თევზითა და სხვა პროდუქტებით იკვებება.

აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სხვა და სხვა ქიმიური შენაერთების რაოდენობა მდინარეებში აღსთაფაჩაისა და ხრამჩაიში, რომლებიც სომხეთიდან მოდის და აზერბაიჯანში მდინარე მტკვარში ჩაედინება, ასევე მდინარე ოხჩუჩაიში, რომელიც მდინარე აზარში ჩაედინება, დასაშვებ დონეს 10-30-ჯერ აღემატება.

მდინარე ოხჩუჩაის ეკოლოგიური სისუფთავე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სიდიდით მეორე მდინარე აზარში ჩაედინება, უკიდურესად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის. მდინარე აზარი მდინარე მტკვრის ერთ-ერთი უმსხვილესი მარჯვენა შენაკადია და აზერბაიჯანის სასოფლო სამეურნეო მიწების საირიგაციო სისტემაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. თუმცა, წყლის სისუფთავის ხარისხის გათვალისწინებით, მისმა სასოფლო-სამეურნეო და საყოფაცხოვრებო გამოყენებამ შეიძლება უკიდურესად ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს. 

სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიების გათავისუფლებამ აზერბაიჯანელ ეკოლოგებს იმ რეგიონულ მდინარეებზე წვდომის საშუალება მისცა, რომლებიც ზანგილანის რაიონის გავლით მიედინებიან. 2021 წლის იანვარ-მარტში მდინარე ოხჩუჩაიდან აღებულმა სინჯებმა წყალში მძიმე მეტალების, განსაკუთრებით სპილენძის, მოლიბდენის, მანგანუმის, რკინის, თუთიის და ქრომის მაღალი კონცენტრაცია დაადგინა.

აზერბაიჯანის გარემოს დაცვის სამინისტრო ანგარიშის თანახმად, მდინარეში სპილენძ-მოლიბდენის ნაერთის შემცველობა - 2-ჯერ, რკინის - 4-ჯერ და ნიკელის - 7-ჯერ აღემატებოდა ნორმას. მდინარე ოხჩუჩაის ფერი პერიოდულად იცვლებოდა და თეთრი და ყვითელი ხდებოდა. 2021 წლის მარტში მდინარეში კალმახი მასიურად დაიღუპა.

წყალში მძიმე მეტალების მაღალი შემცველობა არა მხოლოდ მდინარეების ფაუნას აზიანებს, ის ასევე უკიდურესად სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაბინძურებული წყლის გამოყენებამ, შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ძვლის ქსოვილების თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა ორგანოების, ნერვული სისტემების დარღვევები და დამღუპველი შედეგები გამოიწვიოს.

1999 წლიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე მიყენებული ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ზიანი ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ტყეებისა და ბიომასის სისტემატური დაწვა იყო. ამ მიზანმიმართულმა ხანძრებმა ნიადაგის, ფლორისა და ფაუნის უდიდესი ნაწილი გაანადგურა. კერძოდ - 2016 წელს 63 414, 2007 წელს 31 097, 2008 წელს 380 და 2009 წელს 250 ჰექტარი მიწები სომხეთის სამხედრო ძალებმა სრულიად გადაწვეს. ტყის ხანძრების შედეგად ტერტერის რაიონის სოფლებში ჩაილი და შიხარკი 1000 ჰექტრამდე ტყის მასივი მთლიანად განადგურდა.

ამ ხანძრების შედეგად აზერბაიჯანის ეკონომიკას მილიონობით დოლარის ზარალი მიადგა. სამწუხაროდ, ამ ზარალის რაოდენობა და მათ მიერ გამოწვეული შედეგი კიდევ უფრო იზრდება. აღდამის, ფიზულის, ჯებრაილის, ტერტერისა და ხოჯევანის რაიონები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში დაპირისპირებული მხარეების გამყოფ ზოლში იმყოფებოდა, სომეხმა სამხედროებმა მთლიანად გადაწვეს. ხანძრის შედეგად, რომელმაც ათასობით ჰექტარი მოიცვა და აზერბაიჯანის სხვა ტერიტორიებზეც გადავიდა, სერიოზული ზარალი მიაყენა ქვეყნის გარემოსა და ველურ ბუნებას. ყველა ეს ქმედება სომხეთის მხრიდან ეკოლოგიური სამხედრო დანაშაულის დასტურია, რომლის , გარემოს მთლიანად განადგურებით, აზერბაიჯანი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო. უფრო მეტიც, იქ ეკოლოგიური კატასტროფის პროვოცირებას ცდილობდნენ, რასაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური შედეგები უნდა მოჰყოლოდა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2006 წლიდან რეგულარულმა ხანძრებმა 110 000 ჰექტარი ნაყოფიერი მიწები გაანადგურა და სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად დააზარალა.

საერთაშორისო კონვენცია, რომელიც კრძალავს ეკოლოგიური ომის წარმოებას, ამავე დროს კრძალავს გარემოს წინააღმდეგ ზიანის მიყენებული ნებისმიერი მტრული ზემოქმედებისა, თუ სამხედრო ქმედების განხორციელებას. (კონვენცია გარემოზე ზემოქმედების საშუალებების სამხედრო ან ნებისმიერი სხვა მტრული გამოყენების აკრძალვის შესახებ - ENMOD). სომხეთის რესპუბლიკა ამ კონვენციას 2002 წლის 15 მაისს შეუერთდა. კონვენცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1976 წლის 10 დეკემბერს მიიღო. 33 ქვეყანამ ხელი 1977 წლის 18 მაისს ჟენევაში მოაწერა და ძალაში 1978 წლის 5 ოქტომბერს შევიდა.

ამ კონვენციის მთავარი საგანი, რომელსაც სომხეთი, მიუხედავად დოკუმენტზე ხელმოწერისა, 30 წლის განმავლობაში სისტემატიურად არღვევდა, ის არის რომ, კონვენცია ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის, ან ომის დროს გარემოს წინააღმდეგ სამხედრო, ან ნებისმიერი მტრული ქმედებების განხორციელებას კრძალავს.

მაგალითად, ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დამატებითი პროტოკოლის 35 (3) მუხლი, რომელიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა დაცვას (ოქმი I, 06/08/77) ეხება, კრძალავს ისეთი სამხედრო საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებას, რომლებმაც გარემოს, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი ზიანი მიაყენოს. მთლიანობაში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარემოს დაცვის პრობლემები პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ ის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მთელ რიგ წყაროებში, მათ შორის ჟენევის 1949 წლის კონვენციაში, ყველგან ასახულია.

აზერბაიჯანის სამხედრო ძალების მიერ 44 დღიანი კონტრშეტევითი ოპერაციის შედეგად, 2020 წლის 10 ნოემბერს სომხეთის სამხედრო ძალები მთლიანად განადგურებული და განდევნილი იქნა აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიიდან. მიუხედავად ამისა, სომხეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების მხრიდან ისევ არის რეგიონში ეკოლოგიური და სხვა ტერორისტული აქტების ორგანიზების საფრთხე. სომხეთი, სამხედრო დამარცხების შემდეგაც უარს აცხადებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონში განთავსებული ნაღმების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაზე."

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system