თავში

ექსპერტები: ბრიტანეთი ბრექსითის შედეგად 100 მილიარდ დოლარს დაკარგავს

​ექსპერტები: ბრიტანეთი ბრექსითის შედეგად 100 მილიარდ დოლარს დაკარგავს
ექსპერტები: ბრიტანეთი ბრექსითის შედეგად 100 მილიარდ დოლარს დაკარგავს

ბრიტანელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეთანხმების შემდეგ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ევროკავშირს შესთავაზა, ქვეყნის ეკონომიკა 3.5 პროცენტით შემცირდება, ვიდრე ის ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის შემთხვევაში იქნებოდა.

ეკონომიკური და სოციალური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის ნაშრომში ნათქვამია, რომ "ბრექსითის" შედეგად დიდი ბრიტანეთი 100 მილიარდ დოლარს დაკარგავს. მათი ვარაუდი ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ტოვებს, თუმცა გასვლის პროცესი 2021 წლამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში დიდ ბრიტანეთს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები შეუძლია აწარმოოს სხვა ქვეყნებთან, თუმცა ესეც დროს მოითხოვს. ექსპერტები აცხადებენ, რომ "ბრექსითი" შეთანხმების გარეშე ბრიტანეთისთვის კიდევ უფრო მეტი ზარალის მომტანი იქნებოდა.

ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მას ბევრად უფრო ამბიციური სავაჭრო ხელშეკრულების გეგმა აქვს, ვიდრე ამას ეკონომიკური და სოციალური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system