თავში

ექსპერტები: ბრიტანეთში ახალი ტალღის თავიდან ასაცილებლად კვირაში 2 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას

ექსპერტები: ბრიტანეთში ახალი ტალღის თავიდან ასაცილებლად კვირაში 2 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას
ექსპერტები: ბრიტანეთში ახალი ტალღის თავიდან ასაცილებლად კვირაში 2 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის (LSHTM) ექსპერტებმა განაცხადეს, რომ დიდმა ბრიტანეთმა კვირაში 2 მილიონი ადამიანი უნდა აცრას, რათა COVID-19-ის გავრცელების ახალი ტალღა თავიდან აიცილოს.

"ინგლისის მასშტაბით ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველაზე მკაცრი, მე-4 საფეხურის განხორციელებაა საჭირო. აუცილებელია იანვარში სკოლების დახურვა და კვირაში 2 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ინტენსიური თერაპიის პიკურ დატვირთვას შეამცირებს", - ნათქვამია LSHTM კვლევაში.

მეცნიერებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მოსახლეობის აქტიური ვაქცინაციის არარსებობის შემთხვევაში, ავადმყოფობის, ჰოსპიტალიზაციისა და კორონავირუსული ინფექციით სიკვდილის შემთხვევებმა, შესაძლოა, 2021 წელს 2020 წლის მაჩვენებელს გადააჭარბოს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინების ჩატარების გარდა, ბრიტანეთის ხელისუფლება 2021 წლის იანვარში ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-სთან ერთად დამზადებულ ვაქცინის მოხმარებას გეგმავს. მისი გავრცელება 4 იანვარს დაიწყება.

ექსპერტების თქმით, ამ შემთხვევაში, ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა კიდევ უფრო დაჩქარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system