თავში

ექსპერტები: კორონავირუსის სამკურნალო "ჯადოსნური ტყვია" არ არსებობს

ექსპერტები: კორონავირუსის სამკურნალო "ჯადოსნური ტყვია" არ არსებობს
ექსპერტები: კორონავირუსის სამკურნალო ჯადოსნური ტყვია არ არსებობს

მკვლევართა გუნდი, რომელიც ძირითადი და კლინიკური ფარმაკოლოგიის საერთაშორისო კავშირს წარმოადგენს, გვაფრთხილებს, რომ კორონავირუსისთვის ეფექტური და მასშტაბური ვაქცინის შექმნას, სავარაუდოდ, ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება.

”სანამ ჩვენ ვაქცინას ველოდებით, წამლები, რომლებიც ამჟამად სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, შეიძლება კორონავირუსის სამკურნალოდაც გამოვიყენოთ", - ამბობს ინგლისის ნოტინჰემის უნივერსიტეტის მეცნიერი, დოქტორ სტივ ალექსანდრე.

მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ჯადოსნური ტყვია ერთი წამლისგან შედგებოდეს. ის ვარაუდობს, რომ წამლის შესაქმნელად, რამდენიმე შემადგენლობის პრეპარატი იქნება საჭირო.

”მთავარია, რომ ეს წამლები იაფი იყოს და ადვილად ვაწარმოოთ. ამ გზით, ჩვენ შევძლებთ მედიკამენტებით ვუზრუნველვყოთ მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ მდიდარი ქვეყნები," - დასძინა მან.

გუნდმა განაცხადა, რომ არსებული მედიკამენტები, რომლებიც ეფექტურია კლინიკურ კვლევებში, სწრაფად უნდა გამოვლინდეს, რათა პაციენტების მკურნალობა მალე დაიწყოს. 

კორონავირუსის სამკურნალოდ განიხილება ერთ-ერთი წამალი "რემდესივირი", რომელიც თავდაპირველად "ებოლასთვის" შეიქმნა. ამერიკაში ვარაუდობენ, რომ ეს პრეპარატი, შესაძლოა, იყოს COVID-19-ის პაციენტებისთვის ეფექტური აღმოჩნდეს. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში უამრავი ვაქცინა მუშავდება, რომლის იმედიც გვაქვს, რომ წარმატებული იქნება, თუმცა ვაქცინების ეფექტიანობის მისაღწევად დიდი გზა გველის", - განაცხადა ალექსანდრემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system