თავში

ექსპერტები მინსკში Ryanair-ის იძულებითი დაშვების გამოსაძიებლად ჩავიდნენ

​ექსპერტები მინსკში Ryanair-ის იძულებითი დაშვების გამოსაძიებლად ჩავიდნ
ექსპერტები მინსკში Ryanair-ის იძულებითი დაშვების გამოსაძიებლად ჩავიდნენ

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) ექსპერტთა ჯგუფი მინსკის აეროპორტში ავიაკომპანიის Ryanair-ის იძულებითი დასმის გარემოებების გამოსაძიებლად მინსკში ჩავიდა. ინფორმაციას ბელარუსის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ნოემბრისთვის ორგანიზაციის წარმომადგენლები თვითმფრინავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შესახებ საბოლოო ანგარიშს მოამზადებენ.

ბელარუსის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ისინი ექსპერტებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. 

Ryanair რეისის მინსკში იძულებითი დაშვების გამო, ბელარუსული გადამზიდავებისთვის ცის ჩაკეტვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას კიდევ 7 ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა შეუერთდა.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system