თავში

ექსპერტებმა COVID-19-ის ადრეული ნიშნები დაასახელეს

ექსპერტებმა COVID-19-ის ადრეული ნიშნები დაასახელეს
ექსპერტებმა COVID-19-ის ადრეული ნიშნები დაასახელეს

ამერიკის მაიოს კლინიკის ექსპერტებმა კორონავირუსის ადრეული ნიშნები დაასახელეს. მათი თქმით, კორონავირუსს, შესაძლოა, წინ უძღოდეს მსუბუქი კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, მადის დაკარგვა, პირღებინება და დიარეა. ექიმებმა განმარტეს, რომ ეს არ არის ვირუსის ყველაზე გავრცელებული ნიშნები და ისინი მხოლოდ ერთ დღეს შეიძლება გაგრძელდეს. ხოლო დიარეა და პირღებინება ხშირად რესპირატორულ სიმპტომებზე ადრე ვლინდება.

ამავდროულად, ამერიკელმა ექიმებმა აღნიშნეს, რომ გულისრევა, შესაძლოა, მიუთითებდეს რიგ სხვა დაავადებებზე, მაგალითად, გრიპზე, შაკიკსა და კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევებზე ან დეპრესიაზე. კორონავირუსის შემთხვევაში, პირღებინებას მოსდევს ხველა, სიცხე, გემოსა და სუნის დაკარგვა.

გარდა ამისა, ბრიტანელმა ექსპერტებმა COVID-19-ის შვიდი ძირითადი სიმპტომი დაასახელეს, რომლის აღმოჩენის შემთხვევაში სასწრაფო ზომები უნდა განხორციელდეს. ესენია: თავის ტკივილი, სისუსტე, მადის დაკარგვა, კუნთების ტკივილი, დიარეა და გამონაყარი კანზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system