თავში

ეკვადორში ანტისამთავრობო აქციების დროს 37 ადამიანი დააკავეს

​ეკვადორში ანტისამთავრობო აქციების დროს 37 ადამიანი დააკავეს
ეკვადორში ანტისამთავრობო აქციების დროს 37 ადამიანი დააკავეს

ეკვადორში ანტისამთავრობო პროტესტის დროს, სულ მცირე, 37 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ქვეყნის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ ველამ განაცხადა. ინფორმაციას France24 დააკავეს.

"აქციის მონაწილეთა ჯგუფი დააკავეს იმის გამო, რომ მათ განახორციელეს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კოდექსის საწინააღმდეგო ქმედებები“, - განაცხადა მინისტრმა.

კერძოდ, საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტები რამდენიმე გზატკეცილზე მოძრაობას აფერხებდნენ.

დემონსტრაციები, უმეტესად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. თუმცა, კიტოს ცენტრში პოლიციასთან შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ქვები და ჯოხები დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ეკვადორში მასობრივი დემონსტრაციები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პროფკავშირების მოწოდებით გაიმართა. მათმა მონაწილეებმა შრომითი და საგადასახადო რეფორმები გააპროტესტეს, რომლის განხორციელებასაც პრეზიდენტი გილერმო ლასოს მთავრობა აპირებს, ასევე საწვავის გაძვირება. აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ანტისამთავრობო მსვლელობა გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system