თავში

ეკვადორში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ეკვადორში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
ეკვადორში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ეკვადორში, ესმერალდასის პროვინციაში, მაღაროს ჩამონგრევას, სულ მცირე, 5 მაღაროელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია, რომ იქ მომუშავეები ოფიციალური ნებართვის გარეშე მუშაობდნენ და ძვირფასი მინერალების მოპოვებით იყვნენ დაკავებულნი. ინფორმაციას ადგილობრივი სამაშველო სამსახური ავრცელებს.

დაღუპულთა შორის არის ოთხი ზრდასრული და ერთი არასრულწლოვანი. შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი გამოიყვანეს და სიკვდილს გადაარჩინეს. სამივე მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.

წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი მუშაობის დროს უსაფრთხოების დარღვევის გამო მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system