თავში

ეკვადორში ნაპოვნი ბავშვების ნეშტები დღემდე იდუმალებითაა მოცული

ეკვადორში ნაპოვნი ბავშვების ნეშტები დღემდე იდუმალებითაა მოცული
ეკვადორში ნაპოვნი ბავშვების ნეშტები დღემდე იდუმალებითაა მოცული

მეცნიერები ეკვადორში ნაპოვნი 2 ბავშვის ნეშტის ფენომენის ახსნას ცდილობენ. აღმოჩენის შესახებ არქეოლოგებმა ნოემბრის დასაწყისში განაცხადეს. მათი ასაკი დაახლოებით 2100 წელია. უცნაური კი ისაა, რომ მათ სხვა, უფროსი ბავშვების თავის ქალისგან დამზადებული ჩაფხუტები ეხურათ.

არქეოლოგები სამუშაოებს სალანგოს დასახლებაში ატარებდნენ. მათ ორი ბავშვის ნეშტი ამოთხარეს. დადგენილია, რომ სიკვდილის მომენტში ერთი დაახლოებით 18 თვის იყო, მეორე 6-8 თვის. ორივე სპეციფიკური ჩაფხუტით დაკრძალეს, რომლებიც ადამიანის თავის ქალებისგან იყო დამზადებული. მკვლევარების მტკიცებით, ერთი ქალა 4-დან 12 წლამდე ბავშვს ეკუთვნის, მეორეს ასაკი კი 2-დან 12 წლამდე მერყეობს.

არსებობს ვარაუდი, რომ ჩაფხუტების დანიშნულება გარდაცვლილი ბავშვების სულების დაცვა იყო, თუმცა მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ ისინი მათ სიცოცხლეშიც ატარებდნენ.

მეცნიერებს ნეშტების დნმ-ის ანალიზის ჩატარება სურთ, რათა უკეთ გაიგონ, ვინ იყვნენ ეს ბავშვები და ჰქონდათ თუ არა მათ ერთმანეთთან ნათესაური კავშირი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system