თავში

ეკვადორში ორი შენობა მიწაში ჩავარდა

​ეკვადორში ორი შენობა მიწაში ჩავარდა
ეკვადორში ორი შენობა მიწაში ჩავარდა

ელ-ოროს პროვინციაში კვადორის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ორი შენობა მიწაში ჩავარდა, კიდევ ერთი სახლი ნაწილობრივ დანგრეულია. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას KTVH ავრცელებს.

მაშველების თქმით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

უსაფრთხოების მიზნით მაშველებმა მიმდებარე შენობებიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. მეზობელ ქუჩებში ამ დროისთვის გრუნტის დაშვება შეინიშნება.

სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტიან ტორესის თქმით, მსხვერპლის აცილებას ადრეულმა ევაკუაციამ შეუწყო ხელი.

ამასთან, სარუმას მერმა, ჯანსი ლოპესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინციდენტის მიზეზი ოქროს მადნის უკანონო მოპოვება გახდა - მოსახლეობა კლდეში გვირაბებს თხრის, რაც ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს საფრთხეს უქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system