თავში

ეკვადორში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ეკვადორში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 6 ადამიანი ემსხვერპლა
ეკვადორში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ეკვადორში მსუბუქი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტის დროს ბორტზე ორი მფრინავი და ოთხი მგზავრი იმყოფებოდა.

პოლიციის თქმით, ბორტზე, სავარაუდოდ, ექიმების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებსაც სამედიცინო აპარატურა გადაჰქონდათ. 

მათ ასევე აღნიშნეს, რომ მოულოდნელად თვითმფრინავმა დაკარგა კონტროლი, მისმა ფრთებმა აქეთ-იქით დაიწყო მოძრაობა და ბოლოს მიწაზე დაეცა.

სამართალდამცავი ორგანოები შემთხვევის ადგილზე მიზეზებსა და გარემოებებს ადგენენ. 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system