თავში

ექვსი ვუჰანელი, რომელიც კორონავირუსის შემდეგ უგზო-უკვლოდ გაქრა

ექვსი ვუჰანელი, რომელიც კორონავირუსის შემდეგ უგზო-უკვლოდ გაქრა
ექვსი ვუჰანელი, რომელიც კორონავირუსის შემდეგ უგზო-უკვლოდ გაქრა

ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა, რომელზეც პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ჩინეთის ხელისუფლებამ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ვინც ვირუსის გავრცელების პირველ კვირებში მასზე ინფორმაცია გაავრცელა. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. 

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ნებისმიერი დისიდენტი (პიროვნება, რომელიც ეწინააღმდეგება დამყარებულ მოსაზრებას) ხვდებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რათა ვირუსზე საუბარი შეეჩეერებინათ. 

როგორც მოქალაქეები ამბობენ, ისეთი პირებიც კი დააკავეს, რომლებლაც სოციალურ ქსელებში კითხვებს ნიღბების დეფიციტზე და გარდაცვლილებზე სვამდნენ.

ჩინეთის ონლაინ ცენზურის უზარმაზარი სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც დიდი "Firewall", გამოიყენება ნებისმიერი ინფორმაციის ჩასაკეტად, რომელსაც მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება. 

ადამიანის უფლებადამცველებმა ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს, რადგან ჩინეთში ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ხმა ამოიღეს, გაუჩინარდნენ. 


ექიმი ლი ვენლიანი

გმირი ჩინელი ექიმი, მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მან ინტერნეტში ვირუსის გავრცელების შესახებ დაწერა. პოლიციამ მას გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, რომელშიც მუქარის შემცველი სიტყვები ეწერა. 6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჩინელი ექიმი, რომელიც კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის დეკემბერში აფრთხილებდა და ამის გამო მას პოლიცია აკონტროლებდა, კორონავირუსით გარდაიცვალა

რენ ჟიხიანი

ჩინელი მილიონერი, მას შემდეგ გაუჩინარდა რაც უძრავი ქონების მაგნატმა ღიად გააკრიტიკა კომუნისტური პარტიის რეაქცია ეპიდემიის შესახებ ინტერნეტში და პრეზიდენტს კლოუნი უწოდა. 

ჩენ ქიუში

ჟურნალისტი, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ვუჰანში კოროვირუსის სიმძიმე გამოავლინა. 

ფანგ ბინი

ჩინელი ჟურნალისტი თებერვალში გარდაიცვალა. მან ატვირთა ვიდეო, სადაც ჩანს 8 ცხედარი, ვუჰანის საავადმყოფოს მიღმა. პოლიციამ მას კომპიუტერი წაართვა. 4 თებერვალს გავრცელდა კადრები, როგორ შედის მის საცხოვრებელ სახლში 8 მამაკაცი, ჟურნალისტი კი 8 თებერვალს გარდაიცვალა.

ლი ზეჰუა

25 წლის ჟურნალისტი სახელმწიფო მაუწყებელზე მუშაობდა, სანამ ვუჰანის შესახებ აპირებდა ამბის გაშუქებსა. 26 თებერვლის შემდეგ იგი აღარავის უნახავს. 

ხუ ზანგრუნი

იურისტი, პროფესორი, რომელიც პრეზიდენტის კრიტიკის გამო დააკავეს. ჩინელ პროფესორს ეკრძალებოდა სოციალურ მედიასთან ურთიერთობა და ინტერნეტთან წვდომა აღარ ჰქონდა. 

უფლებადამცველები ჩინეთს მოუწოდებენ, გამოიძიოს, სად გაუჩინარდნენ ეს ადამიანები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system