თავში

ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გამო აშშ თურქეთისგან განმარტებებს ელოდება

ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გამო აშშ თურქეთისგან განმარტებებ
ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების გამო აშშ თურქეთისგან განმარტებებს ელოდება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადების განმარტებებს ელოდებიან. 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ის და კიდევ ცხრა ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია.

შეგახსენებთ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა დავალება, რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოს "პერსონა ნონ გრატად" იმ 10 ქვეყნის ელჩები, რომლებმაც, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს.

იმ ელჩებს შორის, რომლებმაც თურქი აქტივისტის გათავისუფლება მოითხოვეს, თურქეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის მისიების ხელმძღვანელებიც არიან.

ელჩებმა, რამდენიმე დღის წინ გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ, რის გამოც ისინი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system