თავში

ელექტროენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა მსოფლიოში პირველი რეისი შეასრულა

თვითმფრინავი რეისი
ელექტროენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავმა მსოფლიოში პირველი რეისი შეასრულა

პირველმა კომერციულმა თვითმფრინავმა, რომელიც მთლიანად ელექტროენერგიაზე მუშაობს, მსოფლიოში პირველი ავიარეისი შეასრულა. Harbour Air Seaplanes-ის ინფორმაციით, ფრენა კანადაში, ბრიტანული კოლუმბიის პროვინციიდან განხორციელდა.

თვითმფრინავი, მსოფლიოში უმსხვილესი ჰიდროთვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Harbour Air Seaplanes-ისა და ელექტრონულ ავიაციაში რევოლუციური ცვლილებების განმხორციელებელი კომპანია magniX-ის ძალისხმევით შეიქმნა.

Harbour Air Seaplanes-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გრეგ მაკდუგალი მართავდა. მისი განცხადებით, ეს უნიკალური ფრენა იყო, რომელიც ისტორიაში შევა. კომპანიის მტკიცებით, საფრენი აპარატის ძრავა თვითმფრინავის „სუფთა და ეფექტურ კვებას“ უზრუნველყოფს. ახლო მომავალში თვითმფრინავების სერთიფიცირების პროცესი დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system