თავში

ელისაბედ II-ის შვილიშვილი ცოლს შორდება - PHOTO

​ელისაბედ II-ის შვილიშვილი ცოლს შორდება
ელისაბედ II-ის შვილიშვილი ცოლს შორდება - PHOTO

ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის 42 წლის შვილიშვილი პიტერი მეუღლეს, კანადელ ოტემ კელის 12 წლიანი ქორწინების შემდეგ შორდება. დაშორების ინიციატორი ოტემი იყო, რაც პიტერისთვის და მისი ოჯახისთვის დიდი მოულოდნელობა გახდა.

"პიტერს ეგონა, რომ მას ბედნიერი ქორწინება და ოჯახი ჰქონდა. მას ორი ქალიშვილი ჰყავს. ახლა ის შოკშია", - წერს გამოცემა The Sun.

გამოცემა ვარაუდობს, რომ ოტემის გადაწყვეტილებაზე "მეგსიტმა" იმოქმედა. ამ ტერმინს, რომელიც "ბრექსიტს" ჰგავს, მეგან მარკლის და პრინც ჰარის ქმედებას უწოდებენ, რომლებმაც სამეფო ტიტულებზე უარი თქვეს. პიტერის გარემოცვა ამბობს, რომ ოტემს, მეგანის მსგავსად, საცხოვრებლად კანადაში გადასვლა სურს. წყვილის ბავშვები, 9 წლის სავანა და 7 წლის აილა დედასთან ერთად დარჩებიან (ბავშვებს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ).

მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ამ ახალი ამბით ძალიან დამწუხრებულია.

პიტერმა და ოტემმა ერთმანეთი 2003 წელს, მონრეალში გაიცნეს. 2008 წლის მაისში ქორწილი გადაიხადეს.

პიტერ ფილიპსი ელისაბედ მეორის უფროსი შვილიშვილი, პრინცესა ანას ერთადერთი ვაჟია. მას სამი და ჰყავს: ზარა, ფელისითი და სტეფანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system