თავში

ელისაბედ II-ის ვაჟი არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს თავს ვერ არიდებს

​ელისაბედ II-ის ვაჟი არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ს
ელისაბედ II-ის ვაჟი არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს თავს ვერ არიდებს

პრინცმა ენდრიუმ ვერ დაარწმუნა აშშ-ის სასამართლო, უარი ეთქვა ვირჯინია ჯუფრეს სარჩელის განხილვაზე, რომლის თქმით ელისაბედ II-ის ვაჟმა 20 წლის წინ ის გააუპატიურა.

პრინცის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ 2009 წელს ჯუფრის მიერ ჯეფრი ეფშტეინთან გაფორმებული გარიგების საფუძველზე, ეს სარჩელი სასამართლოში განხილული არ იქნებოდა. თუმცა, ნიუ-იორკის მოსამართლემ დაადგინა, რომ სარჩელის განხილვა უნდა შედგეს.

თავად პრინცი ვირჯინია ჯუფრის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების კატეგორიულ უარყოფას აგრძელებს. ბუკინგემის სასახლემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ საქმეზე კომენტარისთვის მზად არ არის.

ცნობისთვის, ჯუფრემ სარჩელი აშშ-ის საოლქო სასამართლოში შეიტამა, რომელიც მანჰეტენზე მდებარეობს. მისი თქმით, სექსისთვის ის გარდაცვლილმა ფინანსისმა, ჯეფრი ეფშტეინმა მიჰყიდა. ჯეფრეს თქმით, ის 16 წლის ასაკიდან, 2000 წლიდან 2002 წლამდე ეფშტეინის სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. 

შეგახსენებთ, ნიუ-იორკის შტატის პროკურატურა ითხოვს, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორეს შვილმა, პრინცმა ენდრიუმ ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეფშტეინის საქმეზე ჩვენება მისცეს. ენდრიუ და ეფშტეინი მეგობრობდნენ, მედიის ინფორმაციით კი, ინგლისის დედოფლის შვილი ჯეფრი ეფშტეინის "პედოფილურ კუნძულს" 2004 წელს სტუმრობდა.

ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ჯეფრი ეფშტეინი, რომელიც პირად კუნძულს ფლობდა, რამდენიმე წლის წინ პედოფილიაში ამხილეს. ეფშტეინი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პირებთან მეგობრობდა.

ეფშტეინს პედოფილიაში დასდეს ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, იგი თავისი გავლენებით სარგებლობდა და არასრულწლოვანი გოგონები კუნძულზე პირადი თვითმფრინავით გადაჰყავდა, სადაც მსოფლიო ელიტა იკრიბებოდა. სამართალდამცავების ცნობით, რამდენი მსხვერპლი გოგონა 14 წლის იყო.

2019 წლის 10 აგვისტოს ჯეფრი ეფშტეინმა ციხეში თავი მოიკლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system