თავში

ელისაბედ მეორე სამუშაო ვიზიტებს მარტო აღარ შეასრულებს

​ელისაბედ მეორე სამუშაო ვიზიტებს მარტო აღარ შეასრულებს
ელისაბედ მეორე სამუშაო ვიზიტებს მარტო აღარ შეასრულებს

დიდი ბრიტანეთის 95 წლის დედოფალს, ელისაბედ მეორეს სამუშაო ვიზიტებისას რომელიმე ნათესავი - შვილი ან შვილიშვილი გაჰყვება. მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ეს დედოფალს აუცილებლობის შემთხვევაში, დასვენების საშუალებას მისცემს, ვიზიტის ოფიციალურ მხარეს კი თანხმლები პირი გააგრძელებს. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

ის აღნიშნა, რომ ამჟამად მონარქი ვინძორის სასახლეში რეაბილიტაციას განაგრძობს და "მსუბუქი მოვალეობების" შესრულებითაა დაკავებული, რომელთა შორის, უმეტესად, სამთავრობო დოკუმენტების გაცნობაა.

ექიმები ანალიზების პასუხებს ელოდებიან, რის შემდეგაც მისცემენ საბოლოო რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეძლებს დედოფალი, ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდეს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ღამე საავადმყოფოში გაატარა. ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დედოფალი საავადმყოფოში 20 ოქტომბერს გადაიყვანეს, ექიმებმა მას "რამდენიმე დღით დაისვენა" ურჩიეს, 21-ში კი მონარქი ვინძორის სასახლეში დაბრუნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system