თავში

ელისაბედ მეორემ ბალახზე დამზადებული ჯინი გამოუშვა

ელისაბედ მეორემ ბალახზე დამზადებული ჯინი გამოუშვა
ელისაბედ მეორემ ბალახზე დამზადებული ჯინი გამოუშვა

დედოფალმა ელისაბედ მეორემ გამოუშვა ჯინი, რომლის შემადგენლობაში მცენარეები და ბალახებია, რომლებიც სანდრინგემში მდებარე მის რეზიდენციაშია დაკრეფილი, მათ შორის მირტის ფოთლები და ჩინური ხურმა.

სასმელი შეზღუდული რაოდენობით ნორფოლკში დამზადდა და მას ასე აღწერენ: "იდეალური საშობაო".

Sandringham Celebration Gin-ის ერთი ბოთლის ფასი 50 გირვანქა სტერლინგია (დაახლოებით 221 კარი).

შეგახსენებთ, რომ ივლისში დიდი ბრიტანეთის დედოფალმა გამოუშვა ჯინი, რომელიც ბუკინგემის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოკრეფილ ბალახზე იყო დამზადებული. მოგვიანებით საკუთარი ჯინი მისმა შვილმა, პრინც ჩარლზმაც წარმოადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system