
საშობაო მილოცვის დროს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ყურადღება ჰარმონიისა და შერიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ელისაბედ მეორემ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ 2019 წელი, "ბრექსიტის გამო", ქვეყნისთვის რთული აღმოჩნდა.
„პრობლემების მიუხედავად, რწმენითა და იმედით გადადგმული პატარა ნაბიჯებით სირთულეების დაძლევა შესაძლებელია“, - აღნიშნა ელისაბედ მეორემ.
დიდი ბრიტანეთის საშობაო მიმართვა უინძორის ციხესიმაგრეში ჩაწერეს და ის BBC-მ გაავრცელა.