თავში

ელისაბედ მეორეს მე-12 შვილთაშვილი შეეძინა

ელისაბედ მეორეს მე-12 შვილთაშვილი შეეძინა
ელისაბედ მეორეს მე-12 შვილთაშვილი შეეძინა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მატებაა. 33 წლის პრინცესა ბეატრისა და მის მეუღლეს, ედოარდო მაპელი მოცის ქალიშვილი შეეძინათ. ეს პრინცესას პირველი შვილია.

გოგონა 18 სექტემბერს დაიბადა. პრინცესამ ლონდონის საავადმყოფოში იმშობიარა.

"მისი სამეფო უდიდებულესობა და ახალშობილი ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. წყვილი მოულოდნელად ელოდება, როდის გააცნობს ქალიშვილს მის უფროს ძმას, კრისტოფერ ვულფს, ედოარდოს ვაჟს პირველი ქორწინებიდან", - აღნიშნავენ ბუკინგემის სასახლეში.

ჯერჯერობით უცნობია, რა დაარქვეს გოგონას.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის შვილიშვილი, პრინცესა ბეატრისი ფარულად 2020 წლის 17 ივლისს დაქორწინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system