თავში

ელისაბედ მეორეს მეუღლე საავადმყოფოდან გაწერეს - VIDEO

​ელისაბედ მეორეს მეუღლე საავადმყოფოდან გაწერეს
ელისაბედ მეორეს მეუღლე საავადმყოფოდან გაწერეს - VIDEO

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორეს მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი ლონდონის საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს.

98 წლის ჰერცოგი ჰოსპიტალში გასულ პარასკევს მოათავსეს. ბუკინგემის სასახლეში განაცხადეს, რომ ეს უსაფრთხოების ზომა იყო, თუმცა არ დააკონკრეტეს, კონკრეტულად რა პრობლემები შეექმნა ფილიპს.

ედინბურგის ჰერცოგი ნორკფოლკში მდებარე სანდრინგემის სასახლეში გაემგზავრება, სადაც სამეფო ოჯახი შობის აღნიშვნას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system