თავში

ელისაბედ მეორის შვილიშვილი ცოლს გაშორდა

​ელისაბედ მეორის შვილიშვილი ცოლს გაშორდა
ელისაბედ მეორის შვილიშვილი ცოლს გაშორდა

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორეს შვილიშვილი, პრინცესა ანას ვაჟი პიტერ ფილიპსი მეუღლეს, ოტემს ოფიციალურად გაეყარა. ამის შესახებ გამოცემა Hello წერს.

"მისტერ პიტერ ფილიპსი და მისის ოტემ ფილიპსი მოხარულები არიან, აუწყონ, რომ მათი განქორწინების ფინანსური ასპექტები დარეგულირდა ხელშეკრულებით, რომლის პირობები დღეს მაღალმა სასამართლომ დაამტკიცა და გაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პიტერისთვის და ოტემისთვის მწუხარე დღეა, ისინი კვლავინდებურად პირველ ადგილზე მათი შესანიშნავი ქალიშვილების, სავანასა და აილის კეთილდღებასა და აღზრდას აყენებენ", - აღნიშნულია ყოფილი ცოლ-ქმრის განცხადებაში.

თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის 42 წლის შვილიშვილი პიტერი მეუღლეს, კანადელ ოტემ კელის 12 წლიანი ქორწინების შემდეგ შორდება. დაშორების ინიციატორი ოტემი იყო, რაც პიტერისთვის და მისი ოჯახისთვის დიდი მოულოდნელობა გახდა.

პიტერმა და ოტემმა ერთმანეთი 2003 წელს, მონრეალში გაიცნეს. 2008 წლის მაისში ქორწილი გადაიხადეს.

პიტერ ფილიპსი ელისაბედ მეორის უფროსი შვილიშვილი, პრინცესა ანას ერთადერთი ვაჟია. მას სამი და ჰყავს: ზარა, ფელისითი და სტეფანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system