თავში

ელტონ ჯონი სიფხიზლის 30-ე წლისთავს ზეიმობს

​ელტონ ჯონი სიფხიზლის 30-ე წლისთავს ზეიმობს
ელტონ ჯონი სიფხიზლის 30-ე წლისთავს ზეიმობს

ელტონ ჯონი სიფხიზლის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით "ინსტაგრამში" პოსტს ავრცელებს. მომღერალი უამრავ მისალოც ბარათს აჩვენებს, რომლებიც ოჯახმა და მეგობრებმა გამოუგზავნეს.

შოუ-ბიზნესის ლეგენდა ამბობს, რომ 30 წლის წინ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე უარი რომ არ ეთქვა, ახლა მკვდარი იქნებოდა.

"ამდენი შესანიშნავი ბარათი, ყვავილი და ჟეტონი ჩემი ვაჟებისაგან, დევიდისგან (ქმარი), პროგრამის მეგობრებისგან, ოფისისა და სახლების თანამშრომლებისგან. მე ნამდვილად დალოცვილი ადამიანი ვარ", - წერს ელტონ ჯონი.

მომღერალმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ გზაზე შთააგონებდა და მხარს უჭერდა.

ელტონ ჯონმა ასევე ე.წ. სიფხიზლის ჟეტონის სურათი გამოაქვეყნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system