
ევროპის წამლის სააგენტო EMA რუსულ ვაქცინა "სპუტნიკ V-ის" შესახებ გადაწყვეტილებას, სულ მცირე, 2022 წლის პირველ კვარტლამდე არ მიიღებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"EMA წლის ბოლომდე გადაწყვეტილების მიღებას ვერაფრით შეძლებს", - განაცხადა წყარომ.
EMA-ში აცხადებენ, რომ ვაქცინა შემოწმების სტადიაშია, სანამ ფორმალური განაცხადისთვის მწარმოებლები საჭირო მტკიცებულებებს არ წარადგენენ.
ცნობისთვოის, 16 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, "სპუტნიკ V-ის" სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა.