თავში

ემანუელ მაკრონი ბეირუთში ჩავიდა

​ემანუელ მაკრონი ბეირუთში ჩავიდა
ემანუელ მაკრონი ბეირუთში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ლიბანის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ბეირუთში ჩავიდა. აეროპორტში მას ქვეყნის პრემიერი მიშელ აუნი დახვდა. მაკრონი უცხო ქვეყნის პირველი ლიდერია, ვინც ლიბანში დატრიალებული ტრაგედიასთან დაკავშირებით ქვეყანაში ვიზიტს ახორციელებს.

ლიბანში, დახმარების მიზნით, მაშველებით, მობილური კლინიკითა და სამედიცინო მოწყობილობებით დატვირთული 3 სამხედრო თვითმფრინავი საფრანგეთმა უკვე გაგზავნა.

ბეირუთში დღეს, 4 აგვისტოს მომხდარი მასშტაბური კატასტროფის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. ბოლო მონაცემებით აფეთქებისას გარდაცვლილთა რიცხვი 145-მდე გაიზარდა. დაშავებულია 5000 ადამიანი. ისედაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანაში, 300 000 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.

ტრაგედიის ადგილას სამაშველო სამუშაოები ამ დომდე გრძელდება. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system