თავში

ემანუელ მაკრონი: NATO ტვინის სიკვდილს განიცდის

ემანუელ მაკრონი: NATO ტვინის სიკვდილს განიცდის
ემანუელ მაკრონი: NATO ტვინის სიკვდილს განიცდის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოცემა THE ECONOMIST-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროპულ ქვეყნებს NATO-ს მოკავშირეების დაცვის საკითხში აშშ-ს იმედი არ უნდა ჰქონდეთ. 

„ის რასაც ახლა განვიცდით, ეს ნატოს ტვინის სიკვდილია“,- განაცხადა მაკრონმა. 

კითხვაზე - ჯერ კიდევ სჯერა თუ არა მას NATO-ს კოლექტიური დაცვის მეხუთე სტატიის, რომლის მიხედვით ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ყველა მოკავშირეზე თავდასხმას ნიშნავს, მაკრონმა განაცხადა: „არ ვიცი“.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმითვე, ამერიკას პირველად ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ევროპული პროექტის იდეას არ იზიარებს. 

"შეერთებულმა შტატებმა ევროპას ზურგი აქცია, რაც დონალდ ტრამპის წინა თვეში მიღებულ გადაწყვეტილებაშიც აისახება, რომლის მიხედვით მან სირიიდან ჯარები მოკავშირეებთან კონსულტაციების გარეშე გაიყვანა", - აღნიშნა მაკრონმა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system