თავში

ემანუელ მაკრონს სილა გააწნეს - VIDEO

​ემანუელ მაკრონს სილა გააწნეს
ემანუელ მაკრონს სილა გააწნეს - VIDEO

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დრომის დეპარტამენტში ვიზიტისას მამაკაცმა სახეში სილა გააწნა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ინციდენტთან დაკავშირებით ორი ადამიანია დაკავებული.

ემანუელ მაკრონი დრომში სტუდენტებსა და რესტორატორებს ხვდებოდა. ის ხელის ჩამოსართმევად მივიდა ადამიანებთან, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტის მისასალმებლად შეიკრიბნენ. ის ერთ-ერთ მამაკაცს მიესალმა, რომელმაც მაკრონს გაარტყა.

ამის შემდეგ დაცვის წევრები ჩაერთნენ. მაკრონი გაიყვანეს, მამაკაცი კი დააკავეს.

ვიდეო: MW360

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system