თავში

"ემი" პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართება

"ემი" პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართება
ემი პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართება

"ემის" დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 20 სექტემბერს, პანდემიის გამო, ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ, "ემის" საუკეთესო ნომინანტებს ტელევიზიის აკადემიამ აცნობა.

ეს იქნება პირველი მთავარი დაჯილდოების ცერემონიალი ჰოლივუდში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გაიმართება.

"ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ერთ ადგილზე შეკრებას, სამყარო რთულ პერიოდს გადის, ამიტომ ცერემონიის ონლაინ რეჟიმში გამართვა გვიწევს", - განაცხადეს ორგანიზატორებმა. 

ორგანიზატორთა თქმით, ისინი მჭიდროდ ითანამშრომლებენ ნომინანტებთან, ამიტომ მათ სახლებსა და სხვა ადგილებში გადაიღებენ.

რაც შეეხება "დრესკოდს", ორგანიზატორთა მიერ ხელმოწერილ წერილში ნათქვამია, რომ ნომინანტებს შეუძლიათ ჩაიცვან ის, რაც სურთ.

”ჩვენ გვსურს ვითანამშრომლოთ თქვენთან. გვინდა, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. იყავით იქ სადაც გინდათ, ვისთან ერთადაც გინდათ და ჩაიცვით რაც გინდათ", - ნათქვამია წერილში.

ღონისძიებას ცნობილი წამყვანი ჯიმი კიმელი ABC-ზე უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system