თავში

ემირატების მთვარემავალი მთვარეზე 2022 წელს გაფრინდება

​ემირატების მთვარემავალი მთვარეზე 2022 წელს გაფრინდება
ემირატების მთვარემავალი მთვარეზე 2022 წელს გაფრინდება

არაბეთის გაერთიანებული საამიროების პირველი მთვარემავალი კოსმოსში 2022 წელს გაფრინდება. შეთანხმება Ispace-სა და ბინ რაშიდ მოჰამედის კოსმოსურ ცენტრს (MBRSC) შორის დღეს გაფორმდა. მოდული არაბული სამყაროს ქვეყნების მთვარის პროგრამის პირველი ელემენტი იქნება. Ispace მთვარემავალს SpaceX-ის რაკეტამზიდით ფლრიდადან გაუშვებს. ინფორმაციას Kyodo ავრცელებს.

გაფრენის პროცესში და მთვარეზე დაშვების შემდეგ მოდულთან კავშირსა და ელექტროენერგიის მიწოდებას Ispace -ი უზრუნველყოფს. ეს 2010 წელს შექმნილი Ispace -ის პირველი კოსმოსური პროექტი იქნება.

პროგრამის წარმატების შემთხვევაში Ispace პირველი იაპონური კომპანია იქნება, რომელმაც მთვარეზე დაშვება განახორციელა.

NASA-მ მთვარის ზედაპირიდან რეგოლიტის (მტვრისებური მასალა, რომლითაც დაფარულია მთვარის ზედაპირი) შეგროვების პროგრამაში მონაწილეობისთვის იაპონელი კონსტრუქტორები შეარჩია.

მთვარეზე დაჯდომა ამ დრომდე მხოლოდ საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ჩინეთმა განახორციელა. მთვარემავალი რაშიდის წონა, სავარაუდოდ, 10 კილოგრამი, სიმაღლე 70სმ, სიგრძე კი 50 სმ იქნება.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system