თავში

ემირატებში არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები დაწესდება

ემირატებში არავაქცინირებული პირებისთვის
ემირატებში არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები დაწესდება

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იმ ადამიანებს, რომლებიც არ გაიკეთებენ ვაქცინაციას, შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

რეგიონის ბიზნესისა და ტურიზმის ცენტრი იმუნიზაციის კამპანიის პოპულარიზაციას ეწევა და ვაქცინაციის პროგრამას აფართოებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნესმა ჩვეულ რიტმში დაიწყოს ფუნქციონირება. 

”განიხილება მკაცრი ზომები არავაქცინირებული პირების გადაადგილების შეზღუდვისა და პრევენციული ზომების განსახორციელებლად, როგორიცაა მაგალითად, აკრძალვა ზოგიერთ ადგილას შესვლაზე და სხვადასხვა სერვისებზე წვდომაზე”, - განაცხადა კრიზის მართვის ეროვნული ორგანოს სპიკერმა, საიფ ალ დაჰერიმ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში სადაც 9 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის 65-მა პროცენტმა უკვე გაიკეთა აცრა. ამ მაჩვენებლით საემიროები ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system