თავში

"ემის" მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი ზენდეია გახდა

"ემის" მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი ზენდეია გახდა
ემის მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი ზენდეია გახდა

ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ზენდეია კოულმანი "ემი 2020"-ის გამარჯვებული გახდა. ის დრამატულ სერიალში "ეიფორიაში" მონაწილეობისთვის საუკეთესო ქალ მსახიობად აღიარეს. ამის შესახებ, The Independent წერს.

"ემი 2020"-ის დაჯილდოების ცერემონიალი ვირტუალურად გაიმართა.

24 წლის ზენდეია ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც "ემი" მოიგო.

მსახიობი მეორე შავკანიანი ქალია, ვაიოლა დეივისის შემდეგ, რომელმაც დრამატულ სერიალში მონაწილეობისთვის, საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული მიიღო.

ზენდეია თავის მხიარულ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ჯილდოს მიღების შემდეგ ყვიროდა, ტიროდა და ეხუტებოდა მათ. 

”ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. მე თვითონ ჯერ კიდევ არ მჯერა. ეს სიგიჟეა. მადლიერი ვარ იმ მომენტებისთვის, რომლებსაც სიხარულით და ბედნიერებით ვგრძნობთ”, - განაცხადა მსახიობმა.

სერიალ "ეიფორიაში" ზენდეია თამაშობს რიუ ბენეტს, თინეიჯერ ნარკომანს, რომელიც ებრძვის ნარკომანია და ცდილობს გამოჯანმრთელდეს.

ამასთან, "ემის“ დაჯილდოების 72-ე ცერემონიალზე საუკეთესო დრამატულ სერიალად „მემკვიდრეობა“ (Succession) დაასახელეს. სერიალში მთავარი როლის შემსრულებელი ჯერემი სტრონგი დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დაასახელეს.

საუკეთესო მინი-სერიალი „მცველები“ (Watchmen) გახდა. ამ სერიალში შესრულებული საუკეთესო როლისთვის დააჯილდოეს რეჯინა კინგი.

კომედიური სერიალის კატეგორიაში "შითს ქრიკმა“ (Schitt’s Creek) გაიმარჯვა, რომელსაც „ემის“ ჯილდო ცხრა კატეგორიაში გადაეცა. ეს კომედიური სერიალისთვის რეკორდული მაჩვენებელი არის. კანადურ სერიალში მთავარ როლებს ქეთრინ ოჰარა და იუჯინ ლევი ასრულებენ. ჯილდო ორივე მათგანმა მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system