თავში

ენდი სერკისი BAFTA-ს მიიღებს

ენდი სერკისი BAFTA-ს მიიღებს
ენდი სერკისი BAFTA-ს მიიღებს

მსახიობი და რეჟისორი ენდი სერკისი, რომელიც პეტერ ჯექსონის ფილმებში "The Lord of the Rings" და "The Hobbit" შესრულებული, გოლუმის როლითაა ცნობილი, BAFTA-ს ჯილდოს ბრიტანულ კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Hollywood reporter ავრცელებს. 

ამ ჯილდოს მიღებით გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ. ძალიან გამიმართლა, რომ ამ უნიჭიერეს მსახიობებთან ერთად მუშაობის საშუალება მომეცა. შანსი მქონდა, რომ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან შეკრებილ, უამრავ ნიჭიერ ადამიანთან მქონოდა ურთიერთობა და ამ მშვენიერი ჯილდოს მათთან გაზიარებაც მსურს”, - აღნიშნა სერკისმა. 

შეგახსენებთ, რომ BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონია 2 თებერვალს ლონდონის ალბერტ-ჰოლში გაიმართება. წელს ყველაზე მეტი ნომინაცია ტოდ ფილიპსის "ჯოკერს" აქვს. მას კვენტინ ტარანტინოს "ერთხელ ჰოლივუდში" და მარტინ სკორსეზეს "ირლანდიელი" მოსდევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system