თავში

ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩაფრინდა

ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩაფრინდა
ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩაფრინდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენი უკრაინაში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან.

აშშ-ის დიპლომატიური ჯგუფის კიევში ვიზიტის მიზანი, რუსული აგრესიის ფონზე, ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მხარეები სხვა საკითხებთან ერთად კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხსაც განიხილავენ. დელეგაციაში იმყოფება სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი, რომელიც სენატმა ამ თანამდებობაზე გასულ კვირას დაამტკიცა. ენტონი ბლინკენს ასევე თან ახლავს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უკრაინაში ვიზიტის ძირითადი მოვლენები 6 მაისსაა დაგეგმილი. დილით ენტონი ბლინკენი მოლაპარაკებებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრი კულეებასთან გამართავს, შემდეგ პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება. პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ენტონი ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელ შეხვედრამდე იმართება.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, ივნისში დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი "დიდი შვიდეულის" ( G7) სამიტის შემდეგ გაიმართოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system