თავში

ენტონი ბლინკენი უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა

​ენტონი ბლინკენი უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა
ენტონი ბლინკენი უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში მომავალ კვირას შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას CBS ავრცელებს. სახელმწიფო მდივანმა ვიზიტის შესახებ გადაცემა "60 წუთში" განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის საზღვართან მობილიზებული ჯარის ნაწილი უკან გაიყვანა.

ენტონი ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელ შეხვედრამდე იმართება.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, ივნისში დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი "დიდი შვიდეულის" ( G7) სამიტის შემდეგ გაიმართოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system