თავში

ენტონი ფაუჩი: 2021 წლიდან ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება

ენტონი ფაუჩი: 2021 წლიდან ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება
ენტონი ფაუჩი: 2021 წლიდან ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება

2021 წლის პირველი თვეები, იქნება დრო როდესაც წარმატებული ვაქცინა გახდება ხელმისაწვდომი და სწორედ ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ნორმალური ცხოვრების რითმის დაბრუნებაზე ვისაუბროთ, - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმ გააკეთა.

მისი თქმით, ვაქცინის გამოცდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მის შექმნაზე რამდენიმე ქვეყანა მუშაობს, თუმცა, წარმატებული ვაქცინის იმ რაოდენობით წარმოებაა საჭირო, რაც ვირუსის საფრთხეს გაანეიტრალებს. 

"2021 წლის პირველ რამდენიმე თვეში, კორონავირუსის ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება. სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ვაქცინის ათობით მილიონი დოზა დამზადდება. 2021 წელი იქნება დრო, როდესაც წარმატებული ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი ყველა მსურველისთვის და სწორედ ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ნორმალური ცხოვრების რითმის დაბრუნებაზე ვისაუბროთ", - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system