თავში

ენტონი ფაუჩი: აშშ-ში ვაქცინაცია დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება

ენტონი ფაუჩი: აშშ-ში ვაქცინაცია დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება
ენტონი ფაუჩი: აშშ-ში ვაქცინაცია დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა შეერთებულ შტატებში მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.  

 "დახმარება უკვე გზაშია. ვაქცინა ჰორიზონტზე მოსჩანს", - განუცხადა ფაუჩიმ ABC-ის.

როგორც ფაუჩიმ აღნიშნა, ვაქცინის შემუშავება მეცნიერთა მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდა, შესაბამისად პროცესის უსაფრთხოება და ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების შესამცირებლად საჭიროა დაიხუროს არა სკოლები, არამედ ბარები და რესტორნები. ინფექციონისტის თქმით, საუკეთესო გზა ბავშვების ეპიდემიისაგან დასაცავად საზოგადოებაში ვირუსის კონტროლია. მისი თქმით, რესტორნები და ბარები, სადაც ხალხი პირბადეების გარეშე ზის, დიდ საშიშროებას წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system