თავში

ენტონი ფაუჩი და რობერტ რედფილდი კარანტინში გადაიყვანეს

ენტონი ფაუჩი და რობერტ რედფილდი კარანტინში გადაიყვანეს
ენტონი ფაუჩი და რობერტ რედფილდი კარანტინში გადაიყვანეს

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი, რობერტ რედფილდი და შეერთებული შტატების ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული თეთრი სახლის თანამშრომელთან კონტაქტის გამო, ნაწილობრივ კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის წევრების COVID-19-ით ინფიცირების ალბათობა დაბალია. თუმცა ისინი დისტანციურად სახლიდან, იმუშავებენ, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, ორ მეტრიანი მანძილის შენარჩუნებისა და ნიღბის ტარების პირობებში სამსახურში მისვლასაც შეძლებენ.

შეგახსენებთ, აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ხელმძღვანელი სტივენ ჰანი იზოლირებულ იქნა 14 დღით. ვინაიდან, მას შეხება ჰქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის სპიკერთან, ქეით მილერთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

კორონავირუსი დაუდასტურდა პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაშემწესაც. ტრამპი ტესტირებას ყოველდღიურად იტარებს, მისი პასუხი უარყოფითია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system