თავში

ბავშვი 2 წლის განმავლობაში ბეღელში იყო გამობმული და საკუთარ ფეკალიებს ჭამდა - VIDEO - PHOTO

ბავშვი 2 წლის განმავლობაში ბეღელში იყო გამობმული და საკუთარ
ბავშვი 2 წლის განმავლობაში ბეღელში იყო გამობმული და საკუთარ ფეკალიებს ჭამდა - VIDEO - PHOTO

ნიგერიაში 10 წლის ჯიბრილ ალიუ 2 წლის განმავლობაში ბეღელში ცხოვრობდა. ამის შესახებ გამოცემა Mirror წერს.

ბავშვი ხის ბოძზე ჯაჭვით იყო დაბმული. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის თხების საჭმლითა და საკუთარი ფეკალიებით იკვებებოდა. ამ დროს კი მისი მამა, ორი დედინაცვალი და 17 და-ძმა კომფორტულად, სახლში ცხოვრობდნენ.

მისი გადარჩენა უფლებადამცველებმა მოახერხეს. ინფორმაცია ბიჭის შესახებ მათ თვითმხილველებმა მიაწოდეს. მათი თქმით, ბიჭის დედა 2 წლის წინ გარდაიცვალა.

ამჟამად ჯიბრილი ადილობრივი საავადმყოფოს რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი მამა და დედინაცვლები დააკავეს.

ბავშვის უფროსი ძმა ამბობს, რომ ჯიბრილს ეპილეფსია ჰქონდა, ამიტომ დღისით მას ბოძზე აბამდნენ, რათა ის არ დაკარგულიყო.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system