თავში

ეყოლება თუ არა ბელარუსსა და რუსეთს საერთო პარლამენტი და მთავრობა

​ეყოლება თუ არა ბელარუსსა და რუსეთს საერთო პარლამენტი და მთავრობა
ეყოლება თუ არა ბელარუსსა და რუსეთს საერთო პარლამენტი და მთავრობა

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელარუსსა და რუსეთს საერთო პარლამენტი და მთავრობა ეყოლება. ამ საკითხის შესახებ რუსეთში ბელარუსის ელჩმა, ვლადიმირ სემაშკომ tut.by-სთან ინტერვიუში ისაუბრა. ის საგზაო რუკებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ აკეთებდა კომენტარს, რა დროსაც თქვა:

„ბელარუსმა და რუსეთმა უნდა შექმნან უნიფიცირებული საგადასახადო კანონმდებლობა. ასევე, უნდა შეიქმნას ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის გაერთიანებული ბაზარი. შეიქმნება ერთიანი პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრული უფლებამოსილებებით, რომელსაც რუსეთი და ბელარუსი გადასცემს გარკვეულ მმართველობით ბერკეტებს აუცილებელი შესრულების პირობით. ასეთი ამოცანა წყდება ამ პერიოდში“

ეს კომენტარი მედიამ ქვეყნების შერეულ მმართველობაზე გადასვლის დაანონსებად აღიქვა. მას შემდეგ, ჟურნალისტები ცდილობენ დაადგინონ, თუ რაზე შეთანხმდნენ ალესანდრ ლუკაშენკო და ვლადიმერ პუტინი.

რამდენიმე საათის წინ, ვლადიმირ სემაშკოს პრეს-სამსახურის უფროსმა, ოლეგ მაზურმა განაცხადა, რომ ელჩის კომენტარი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და, შესაბამისად, არასწორად აღქმული.

„თუ სწორად მოვუსმენთ ჩანაწერს, შეგვიძლია გავარკვიოთ, რომ ელჩი საერთო შეთანხმებაზე საუბრობდა. მისი ტექსტი ეჭვგარეშედ ნათელია. ამიტომ, კომენტარები აქ ზედმეტია“, - განაცხადა ოლეგ მაზურმა.

საკითხზე დამატებითი კომენტარები, ამ დრომდე, არ გაკეთებულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system