თავში

ერაყში ანტისახელისუფლებო აქციებზე 2 ადამიანი მოკლეს

​ერაყში ანტისახელისუფლებო აქციებზე 2 ადამიანი მოკლეს
ერაყში ანტისახელისუფლებო აქციებზე 2 ადამიანი მოკლეს

ერაყის უსაფრთხოების ძალებსა და ანტისახელისუფლებო აქციების მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა. 2 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი დაშავდა.

დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ადილ აბდულმეჰდიმის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ, რომელმაც ერაყში საჯარო სერვისების გაუმჯობესება და სამუშაო ადგილების ზრდა ვერ უზრუნველყო.

ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მსვლელობები მოეწყო, რომელზეც ანტისახელისუფლებო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. პოლიციელებმა მიტინგების დასაშლელად ცრელმსადენი გაზი რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შემდეგ დემონსტრანტებმა მათ ქვები ესროლეს, სამართალდამცავები კი ცეცხლსასროლ იარაღზე გადავიდნენ.

დაშავებულები საავადმყოფოში მოათავსეს. ადგილობრივი მედიკოსების თქმით, უმეტესობას ცრემლსადენი გაზით მოწამვლა აღენიშნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system