თავში

ერაყის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

ერაყის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა
ერაყის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა

ერაყის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის ადელ აბდულ მაჰდის თანამდებობიდან გადაყენებას. გადაწყვეტილება მასობრივ ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელიც რამდენჯერმე სამართალდამცველებთან შეტაკებით და მსხვერპლით დასრულდა.

აბდულ-მაჰდიმ გადადგომის შესახებ განცხადება პარასკევს გააკეთა. მისი თქმით, ის ცდილობს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი განმუხტოს.

„ერაყის პარლამენტი თხოვნით მიმართავს პრეზიდენტს, დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აბდულ მაჰდი, მინისტრებთან ერთად კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში დარჩება თავის თანამდებობაზე. იქამდე, სანამ ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება.

ერაყში, შეიარაღებულმა ძალებმა სულ ცოტა 400 დემონსტრანტი მოკლეს. შეტაკებებისას დაიღუპა 20-მდე პოლიციელიც. საპროტესტო აქციები 1-ლ ოქტომბერს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system