თავში

ერაყის პრემიერი თანამდებობას დატოვებს

​ერაყის პრემიერი თანამდებობას დატოვებს
ერაყის პრემიერი თანამდებობას დატოვებს

ერაყის პრემიერ-მინისტრი ადილ აბდულ-მაჰდი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების ფონზე, პარლამენტს გადადგომის შესახებ მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ ერაყული მედია ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის განიხილავს ამ საკითხს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო.

ანტისახელისუფლებო გამოსვლები კორუფციისა და უმუშევრობის წინააღმდეგ ერაყში პირველ ოქტომბერს დაიწყო.

ქვეყანაში არეულობებთან საბრძოლველად, ერაყის არმიამ „კრიზისული დანაყოფები“ შექმნა, რომელთაც აქციების დასაშლელად იყენებს. არმიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათი მიზანი ქვეყანაში წესრიგის აღდგენაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system