თავში

ერაყის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

​ერაყის პრემიერი თანამდებობას ტოვებს
ერაყის პრემიერი თანამდებობას ტოვებს

ერაყის პრემიერ-მინისტრი, ადელ აბდელ მაჰდი მზადაა, თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, ბარჰამ სალეჰმა განაცხადა.

ერაყის ლიდერის თქმით, ის ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე თანახმაა.

„მე, როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვადასტურებ, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე თანხმობას განვაცხადებ, თუკი არჩევნების შესახებ ახალი კანონი და ახალი საარჩევნო კომისია იქნება მიღებული“, - განაცხადა სალეჰმა.

ერაყში ანტისახელისუფლებო აქციები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციასა და ეკონომიკურ სტაგნაციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system