თავში

ერაყის პრეზიდენტი ირანის იერიშს გმობს

ერაყის პრეზიდენტი ირანის იერიშს გმობს
ერაყის პრეზიდენტი ირანის იერიშს გმობს

ერაყის პრეზიდენტი ბარჰამ სალეჰი ირანის მიერ ერაყის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშს გმობს, ისევე როგორც რეგიონულ კონფლიქტებში ერაყის ჩათრევის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს.

"სახელმწიფოს მეთაური უკიდურესი შეშფოთებით ადევნებს თვალს რეგიონში ბოლო განვითარებულ მოვლენებს და ერაყის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე ირანის იერიშს გმობს. პრეზიდენტი არ მოითმენს ეროვნული სუვერენიტეტის განმეორებად დარღვევას და ერაყის დაპირისპირებულ მხარეებს შორის ომის არეალად გადაქცევას", - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების ჯარების დისლოცირების შესახებ საკითხი მხოლოდ ბაღდადმა უნდა გადაწყვიტოს.

ირანმა ერაყში კოალიციური ჯარების ორ სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკული ჯარებია განლაგებული, სარაკეტო იერიში მიიტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system