თავში

ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ამერიკულ სამხედრო ბაზა ტაჯიზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ერაყის მთავრობის უსაფრთხოების მედია ქსელიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, სამხედრო ბაზა ტაჯიზე, სადაც ამერიკელი სამხედროები რჩებოდნენ, კატიუშას ტიპის 33 რაკეტით თავდასხმა განხორციელდა. მათივე განცხადებით შეტევის დროს კრიტიკულად დაშავდა ერაყის საჰაერო თავდაცვის რამდენიმე მოსამსახურე. მომხდარის შესახებ Reuters იუწყება.

აბუ-იზამის მიდამოში სამხედროებმა შვიდი სარაკეტო გამშვები და 24 გამოუყენებელი რაკეტა იპოვეს.

ერაყის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აშშ-მ ან სხვა ძალებმა მომხდარი თავდასხმა საბაბად არ უნდა გამოიყენონ და სამხედრო მოქმედებები ერაყის მთავრობის ნებართვის გარეშე არ უნდა განახორციელონ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ერაყი ყველა უცხოელ სამხედროს მოუწოდებს სწრაფად შეასრულონ საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნიდან ჯარისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system