თავში

ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლებზე 2600 კაცი დააკავეს

​ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლებზე 2600 კაცი დააკავეს
ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლებზე 2600 კაცი დააკავეს

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ერაყში საპროტესტო აქციებზე დაკავებული აქტივისტების დოსიეებს ერაყის პარლამენტის სამუშაო ჯგუფი სწავლობს.

ქვეყანაში ანტისამთავრობო გამოსვლებზე, 1 ოქტომბრიდან დღემდე, დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს 1626 ადამიანი. აქციის 181 მონაწილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

ერაყის სამოქალაქო საზოგადოება მასშტაბური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებასა და ქვეყანაში ირანის გავლენის შეწყვეტა ითხოვს. სახელისუფლებო ძალები საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ. ხელისუფლების მხრიდან აქციების ძალადობრივი გზით ჩახშობის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, დაიღუპა 400 და დაიჭრა ათასობით ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system