თავში

ერაყში აშშ-ს ბაზა დაიბომბა

ერაყში აშშ-ს ბაზა დაიბომბა
ერაყში აშშ-ს ბაზა დაიბომბა

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.

დასავლური მედიის ცნობით, ბაზას, სადაც ამერიკული კონტინგენტიც არის განლაგებული, მორტირის შვიდი ჭურვი დაეცა.

შემთხვევის შედეგად ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაშავდა. მათ შორის ორი ოფიცერია. 

ბალადის ბაზაზე განთავსებულია ერაყელების თვითმფრინავები, რომელიც მათ ამერიკელებმა გადასცეს. 

აფეთქების დროს ბაზაზე იმყოფებოდა აშშ-ის საჰაერო ძალებისა და კონტრაქტორების მცირე კონტიგენტი, მაგრამ მათი უმრავლესობა აშშ-ისა და ირანში შორის ბოლო ხანებში ურთიერთობის გაუარესების გამო ბაზიდან ევაკუირებულია. ბაზა, დედაქალაქ ბაღდადიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system