თავში

ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს

​ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს
ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს

ერაყელმა სამხედროებმა დღეს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაცია დაიწყეს, რომლის მიზანი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მაღალჩინოსანი ლიდერების ადგილსამყოფელის დადგენაა. ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

"შეიარაღებულმა ძალებმა ოპერაციის დროს ტერორისტების მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს და მათში არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ ამ რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიდერი იმყოფება", - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ოპერაციის პირველ საათებში ორი მებრძოლი იყო ლიკვიდირებული. ამ რეგიონში მსგავსი ოპერაცია შეიარაღებულ ძალებს ჯერ არ ჩაუტარებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system