თავში

ერაყში კოვიდკლინიკაში აფეთქებას 82 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში კოვიდკლინიკაში აფეთქებას 82 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყში კოვიდკლინიკაში აფეთქებას 82 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაღდადის კოვიდკლინიკაში გაჩენილ ხანძარს 82 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 110 ადამიანი. გარდაცვლილთა შორის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი სულ მცირე 28 კოვიდინფიცირებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში ხანძარი ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად გაჩნდა. აფეთქება კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხდა.

ორსართულიანი შენობა თითქმის მთლიანად დაიწვა. ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system