თავში

ერაყში საბრძოლო მისიას აშშ წლის ბოლომდე დაასრულებს

​ერაყში საბრძოლო მისიას აშშ წლის ბოლომდე დაასრულებს
ერაყში საბრძოლო მისიას აშშ წლის ბოლომდე დაასრულებს

აშშ ერაყში საბრძოლო მისიის შესრულებას 2021 წლის ბოლომდე შეწყვეტს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანა ერაყის უსაფრთხოების ძალების დახმარებისა და ტრენინგის გზით "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ორმხრივ ურთიერთქმედებას გააგრძელებს. ინფორმაციას AP ავრცელებს.

”წლის ბოლომდე ჩვენ აღარ შევასრულებთ საბრძოლო მისიას”, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრთან მუსტაფა ალ-ქადიმისთან შეხვედრამდე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სამხედროები ერაყში 2014 წლიდან იმყოფებიან, ამჟამად მათი რაოდენობა 2.5 ათასამდეა შემცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system